Thursday 14 June 2012

კომუნიკაცია რაობა და სახეები

კომუნიკაცია (ლათინურიდან Communico - საერთოს ვხდი), ფართო გაგებით, არის ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის სიმბოლოთა საერთო სისტემის საშუალებით. კომუნიკაცია შეიძლე განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით. განასხვავებენ ასევე კომუნიკაციის განხორციელების მექანიკურ და შემოქმედებით მიდგომებს. კომუნიკაცია, მექანიკური მიდგომით, არის ცალმხრივ მიმართული პროცესი ინფორმაციის კოდირებისა და გადაცემის ინფორმაციის წყაროდან ინფორმაციის მიმღებამდე. კომუნიკაცია, შემოქმედებითი მიდგომით, არის კომუნიკაციის მონაწილეთა ერთობლივი მოღვაწეობა, რომლის დროსაც გამომუშავდება საგნებზე და მოქმედებებზე საერთო (გარკვეულ ზღვრამდე) შეხედულებები.

1. კომუნიკაციის ფორმები მიმართულების მიხედვით:
ერთი ერთთან: საუბარი, შეტყობინება
ერთი მრავალთან: ლექცია, ჟურნალისტიკა (გაზეთი, ჟურნალი), ტექნიკური მედია (კომპიუტერი, ტელევიზია)
მრავალი ერთთან: კონფერენცია, ფორუმი, დებატები

2. კომუნიკაციის ფორმები მონაწილეების მიხედვით:
ინტერპერსონალური კომუნიკაცია
სიტყვიერი კომუნიკაცია (აგიტაცია, პროპაგანდა, დიალოგი)
ტექნიკური კომუნიკაცია (ტელეკომუნიკაცია)
ინტრაპერსონალური კომუნიკაცია
ჯგუფური კომუნიკაცია (მარკეტინგი, კულტურათაშორისი კომუნიკაცია

                    კომუნიკაციის სახეები
კომუნიკაცია არის კომპლექსური ორმხრივი პროცესი, რომელიც მოიცავს შეტყობინების კოდირების, გადაცემისა და გაშიფრვის პროცესს. ეფექტური კომუნიკაცია საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, რომელიც თავის შეტყობინებას წარმოდგენილ აუდიენციას ნათლად და ეფექტურად გადასცემს. კომუნიკაციას დიდი როლი ენიჭება ადამიანებს შორის ურთიერთობაში.
 არსებობსვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია:
 ვერბალური კომუნიკაცია ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა. იმისათვის, რომ მივიპყროთ მოსაუბრის თუ ფართო აუდიენციის ყურადღება, საჭიროა ვერბალური კომუნიკაციის შემდეგი საშუალებების გათვალისწინება:

 * საუბრის ეფექტურად დაწყება;
 * საუბრის მანერა – ხმის ტემბრი და სიმაღლე, ხმის ინტონაცია (თბილი, ცივი), ტემპი
 (მონოტონური, დინამიური) და ა.შ.
 * ცხოვრებისეული ან ფაქტებზე დაყრდნობილი მაგალითების მიწოდება;
 * სიტყვებისა და ფრაზების მრავალჯერ გამეორების თავიდან აცილება;
 * ერთი თემიდან მეორეზე ლოგიკური გადასვლა;
 * შესატყვისი ლექსიკონის გამოყენება.

არავერბალურ კომუნიკაციას ისეთივე დიდი დატვირთვა აქვს კომუნიკაციის პროცესში როგორც ვერბალურს. კომუნიკაციის არავერბალური საშუალებებია:

 *ჟესტიკულაცია – ხელების, ფეხების, თავის და სხეულის მოძრაობები;
 * შეხება – ხელის ჩამორთმევა, მხარზე ხელის დადება და ა.შ.
 * მსუბუქი გამომხატველობითი მოძრაობები – წარბების შეკვრა, გრიმასები, ღიმილი, ტუჩების კვნეტა და ა.შ.
 * მხედველობითი კონტაქტი;
 * ფიზიკური დისტანცია – არსებობს 4 ტიპის დისტანცია:

 ინტიმური: 0-45 სმ, ახლო ემოციური კონტაქტის შემთხვევაში;
 პერსონალური : 45-120 სმ, ნორმალური კომუნიკაციის დროს;
 სოციალური: 120-360 სმ, ოფიციალური შეხვედრების ან საქმიანი ურთიერთობების შემთხვევაში;
 სახალხო: 360 სმ-ზე მეტი, მიტინგების და კონფერენციების დროს.

 * პოზა – რა მანერით ზის, დადის ან დგას ადამიანი;
 * პარალინგვისტური ხმები: ტირილი, სიცილი, ჩურჩული, ხველა და ა.შ.;
 * საუბრის მანერა – ხმის ინტონაცია (თბილი, ცივი), ტემპი (მონოტონური, დინამიური), ნათქვამი
 სიტყვები (ნერვიულად, მძიმედ, ადვილად, დაგვიანებით და ა.შ.);
 * გარეგნული მახასიათებლები – სახე, თმები, სხეული, ჩაცმულობა, სქესი და ა.შ.

არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი კომუნიკაცია:

ცალმხრივი კომუნიკაციის დროს მხოლოდ ერთი ადამიანი საუბრობს. ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებას: შეკითხვების დასმას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმას, დისკუსიას.

ორმხრივი კომუნიკაცია გულისხმობს ინტერაქტიული კომუნიკაციის პროცესს. ამ შემთხვევაში კომუნიკაციის პროცესში ჩართულია როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, რაც აადვილებს და უფრო გასაგებს ხდის მოწოდებული ინფორმაციის აღქმის პროცესს.



             რა არის კომუნიკაცია
ინფორმაციის გადაცემა ერთი სისტემიდან მეორეზე სიგნალების სპეციალური მატარებლებით. ადამიანთა საზოგადოებაში კ. ხორციელდება ინდივიდებს, ორგანიზაციებს, საზოგადოებებს, კულტურებს შორის ნიშნების სისტემათა (ენის) მეშვეობით. კ. ადამიანებს შორის ხორციელდება ნიშნობრივი წარმონაქმნების (შეტყობინებათა) გაცვლის მეშვეობით, რომლებშიც განივთებულია ცოდნა, აზრები, ღირებულებითი ურთიერთობები, მეკავშირე მხარეების მოღვაწეობის პროგრამები. კ–ის საშუალებები და ფორმები ასახავს საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ადამიანთა ისტორიულ გამოცდილებას. იგი უზრუნველყოფს აგრეთვე სოციალური გამოცდილების დაგროვებასა და გადაცემას, შრომის განაწილებასა და ერთობლივი მოღვაწეობის ორგანიზაციას, მართავს, კულტურის ტრადიციის გადაცემასა და ა.შ.
კ–ის საშუალებები განსაკუთრებით განვითარდა გასული საუკუნის 20-იან წლებიდან. ეს დაკავშირებულია ტექნიკური საშუალებებისა და ინფორმაციის გადაცემის ოგანიზაციული პირობების გაერთიანებასთან, რამაც გამოიწვია მოკავშირე მხარეების უშუალო ურთიერთმოქმედების შემცირება. პრესის, ელექტრონული კავშირის (ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის) მეშვეობით ძალზე შემცირდა მანძილი და დრო მხარეებს შორის. კ–ის თეორიის განვითარებამ განაპირობა კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, სემიოტიკის ჩამოყალიბება. კ–ის ცნება დღეს ცენტრალურ კატეგორიად ყალიბდება სოციალურ თეორიაში (ი. ჰაბერმასის „კომუნიკაციური მოქმედების თეორია, ნ. ლუმანის „სოციალური სისტემების თეორია“ და სხვ.). მარტივი კ–ის სისტემა, როგორც მინიმუმ, მოიცავს:
1. კ–ის ორ მონაწილეს;
2. სიტუაციას ან სიტუაციებს, რომლის გააზრებას და რის გაგებასაც ისინი ესწრაფვიან;
3. ტექსტებს, რომლებიც სიტუაციის საზრისს გამოთქვამენ ენის ან რომელიმე მოცემული სემიოტიკური სისტემის ელემენტებში;
4. ტექსტების მიმართულების მიმცემ მოტივებსა და მიზნებს.
კ. ფართო აზრით ადამიანური ცხოვრებისა და საქმიანობის ერთ–ერთი საფუძველია. იგი წარმოადგენს ინტელექტუალურ პროცესს, რომელსაც აქვს მტკიცე იდეურ–შინაარსობრივი გეგმა და დაკავშირებულია სოციალური მოქმედების განსაზღვრულ სიტუაციებთან. გამოყოფენ აგრეთვე ეგზისტენციალური კ–ის სახეს, რომელშიც მოიაზრება „მე“–ს, სელფის (Self) სხვაში – მეორე ადამიანში აღმოჩენის აქტი.
კ–ის თეორიის პრობლემების კვლევაში წამყვან როლს ასრულებს მასობრივი კ–ების სოციოლოგია. გამოყოფენ მასობრივ, პიროვნებათაშორის, მეცნიერულ და სხვ. კომუნიკაციებს.


           რას წარმოადგენს კომუნიკაცია
კომუნიკაცია წარმოადგენს ადამიანებს შორის ვერბალური (სიტყვიერი) და არავერბალური სიმბოლოების საშუალებით აზრების, გრძნობების, დამოკიდებულებების და იდეების ურთიერთგაცვლას. კომუნიკაცია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „კომუნიკარე“, რაც ნიშნავს: „გავხადოთ ყველასთვის გასაგები“. ვერბალური კომუნიკაცია გულისხმობს სიტყვების საშუალებით ინფორმაციის გადაცემას. არავერბალური კომუნიკაცია (პოზა, მიმიკა, ჟესტიკულაცია, პაუზები, ხმის ინტონაცია და სიმაღლის ცვლილება, სქემა, დიაგრამა, სხვადასხვა შრიფტი) კი მოიცავს მოსაუბრის დამოკიდებულებას, რომელიც თან ახლავს და ავსებს სიტყვიერ ინფორმაციას. არავერბალური სიგნალები მიგვითითებენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტყვების მნიშვნელობის გაგება.
ეფექტური კომუნიკაციის დროს ჩვენ უნდა გავიგოთ არა მხოლოდ ტექსტის პირდაპირი შინაარსი, არამედ ქვეტექსტიც, ანუ ისიც, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე.
კომუნიკაციური უნარ-ჩვევებია: მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, არავერბალური კომუნიკაცია, ინფორმაციის გარდაქმნა-ტრანსფორმაცია (სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა), სპეციალური ენის ფლობა (სხვადასხვა მეცნიერებების ენობრივი აპარატის ფლობა და სიმბოლოებით ოპერირება).

                  რა საშუალებებით ხორციელდება
დაკავშირების, გადაცემის, ურთიერთობის ნებისმიერი საშუალება; კავშირგაბმულობა, საინფორმაციო კავშირი, ინფორმაციის გაცვლის სისტემა. მოხელის სამაგიდო ლექსიკონი გაეროს განვითარების პროგრამა

   
                      ეფექტური კომუნიკაცია
ფსიქოლოგების აზრით ადამიანის გაცნობას სულ რაღაც 3–4 წუთი სჭირდება. მოკლევადიანი პირველადი შთაბეჭდილება 30 წამში იქმნება, ხოლო გრძელვადიანი პირველ 4 წუთში. ტრეინინგების პირველ დღეს კედელზე გაკრულ სიაში ჩემი გვარი ვიპოვნე, შევედი ჯგუფში, სადაც ტრეინინგის 22 მონაწილე წრიულად დავსხედით. თავი სარეაბილიტაციო ცენტრში მეგონა – კადრი რომელიღაც ფილმიდან თუ სერიალიდან (ოღონდ ამერიკული სერიალიდან) ,,გამარჯობა, მე ქეითი ვარ და ნარკომანი ვარ“ ან ,,გამარჯობა მე დევიდი ვარ და ალკოჰოლიკი ვარ“… მაგრამ შემოვიდა ძალიან, ძალიან საყვარელი ტრენერი და დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა. მან შემოგვთავაზა ჩვენი თავი შეგვედარებინა სამ ნივთს. თვითონ დაიწყო– მე ვგავარ საათს, რადგან ძალიან პუნქტუალური ვარ. ვგავარ მზეს, რადგან სითბოს და სიყვარულს ვასხივებ და ვგავარ კურდღელს, რადგან სწრაფი ვარ.

          













No comments:

Post a Comment